Tuesday, November 19, 2013

გაკვეთილის თემა
ატმოსფეროს ეკოლოგია
სწავლების საფეხური და კლასი
III / XI
მოსწავლეთა რაოდენობა
24
საგანი:
გეოგრაფია
აქტივობის მიზნები



და


              მისაღწევი შედეგები
·         ბუნებრივი და ანთროპოგენური ხასიათის გლობალური პრობლემების გაცნობა; ატომსფეროს ათვისებისა და დაცვის პრობლემის გააზრება; გლობალური პრობლემების მოგვარების გზების დასახვა.
·         მოსწავლეს ესმის რას ნიშნავს ეკოლოგიური პრობლემა, მისი გლობალური ხასიათი;
·         მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში აანალიზებენ მოცემულ სქემებს, გამოაქვთ დასკვნები.

ესგ–თი განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
გეო. XI.3. მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი და ანთროპოგენური ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა;
გეო. XI.6.მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს გლობალური პრობლემების გადაჭრაში ლოკალურ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული კოორდინირებული პოლიტიკის აუცილებლობა
გაკვეთილის მსვლელობა
I ეტაპი – კითხვა – პასუხი, 5 წთ.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ ნასწავლი მასალა და უპასუხონ კითხვებს:

·         რა არის ატმოსფერო?
·         რა მნიშვნელობა აქვს ატმოსფეროს?
·         როგორია ატმოსფეროს შედგენილობა და რომელია ძირითადი შრეებისგან შედგება?
·         რისთვისაა საჭირო ატმოსფეროს შესწავლა?
·         რატომ უნდა დავიცვათ ატმოსფერო?

II  ეტაპი – მინილექცია, 5წთ;
ტექსტსა და თვალსაჩინოებებზე მუშაობა, 20 წთ.

მოსწავლეთა პასუხების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი პროექტორის საშუალებით აცნობს მოსწავლეებს  ეკოლოგიურ პრობლემას. რის შემდეგაც ხუთ ჯგუფად დაყოფილი კლასი მუშაობს სხვადასხვა დავალებაზე.

I ჯგუფი – მუშაობს ტროპოსფეროს შედგენილობასა და მნიშვნელობაზე;
II ჯგუფი – აანალიზებს ნახატს 27.1;
III ჯგუფი – აანალიზებს ნახატს 27.2
IV ჯგუფი – 27.3 და 27.4 აანალიზებს
V ჯგუფი – 27.5 და 25.6
სამუშაოს შესრულების შემდეგ ხდება ნამუშევრების პრეზენტაცია. 10 წთ.

III ეტაპი – გაკვეთილის შეჯამება, 5 წთ.

პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ჩამოთვალონ ის ღონისძიებები, რომლების მათი აზრით საჭიროა გატარდეს ატმოსფერული გაჭუჭყიანების თავიდან ასაცილებლად

შეფასება
შეფასების რუბრიკები ურიგდებათ ჯგუფებს. ჯგუფები ახდენენ თვითშეფასებას
საგნმანათლებლო რესურსები
პროექტორი, კომპიუტერი, გეოგრაფიის სახელმძღვანელო 11 კლასი (ბლიაძე, ჭანტურია), თაბახის ფურცლები, კალმები

                                                        ჯგუფის თვითშეფასების კითხვარი

1.      რა იყო კარგი ჯგუფის ერთად მუშაობაში?
__________________________________________________________________________

2.      რა  პრობლემა  ჰქონდა  ჯგუფს?

___________________________________________________________________________

3.      როგორ გადაჭერით?


___________________________________________________________________________


                  ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
1
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ   (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს
2
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
1